მკაფიოდ არ ჩანს, რომ საქართველოს მთავრობას ნამდვილად სურს ევროინტეგრაცია - უკრაინაში აშშ-ის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი

გამოქვეყნდა:

გარედან ისე ჩანს, რომ რუსეთი ნამდვილად ცდილობს საქართველოზე გავლენის მოხდენას, რომ საქართველო ვერ გახდეს ევროპული ქვეყანა. ეს ბუნებრივია, რადგან მოსკოვის ინტერესებში არ შედის საქართველოს ევროკავშირშიო გაწევრიანება - აცხადებს უკრაინაში აშშ-ის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი  ვილიამ ტეილორი , რომელიც თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციას ესწრება:

"მე არანაირი თანამდებობა არ მიკავია საქართველოში ან ევროკავშირში, თუმცა გარედან რაც ჩანს, ევროკავშირში ნათელ გზავნილს არ იღებენ საქართველოდან და მკაფიოდ არ ჩანს, რომ საქართველოს მთავრობას ნამდვილად სურს ევროინტეგრაცია. თუ ევროკავშირი მიიღებს სიგნალს, რომ ქართველი ხალხი ერთგულია ევროპული მომავლის და მთავრობაც ერთგულია ამისი, მაშინ ყველაფერი კარგად იქნება." ამბობს ტეილორი 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი