ყველაფერი, რასაც მივაღწიეთ ევროინტეგრაციის გზაზე, 2012 წლის შემდგომ პერიოდს უკავშირდება - ღარიბაშვილის შემდეგ, კალაძე

გამოქვეყნდა:

„ყველაფერი, რასაც მივაღწიეთ ევროინტეგრაციის რთულ გზაზე, 2012 წლის შემდგომ პერიოდს უკავშირდება“, - ამ განცხადებას ღარიბაშვილის შემდეგ, უკვე მერი კალაძე აკეთებს და აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებდა, აკეთებს ევროინტეგრაციისთვის:

„ევროინტეგრაციის გზაზე თუ ვინმემ რამე წინგადადგმული ნაბიჯი განახორციელა და ხელშესახები გააკეთა, ეს არის ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა, თავის ხელისუფლებასთან ერთად, რომელსაც წარმოადგენს „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“. ყველაფერი, რასაც მივაღწიეთ ევროინტეგრაციის ამ რთულ გზაზე, უკავშირდება 2012 წლის შემდგომ პერიოდს. ჩვენ, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ რეფორმებს, გავაგრძელებთ იმ ყველაფრის კეთებას, რაც კიდევ უფრო დაგვაახლოებს ევროპასთან და მოგვცემს შესაძლებლობას, რომ გავხდეთ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი ქვეყანა...

საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებდა, აკეთებს და მომავალშიც გააკეთებს, რომ ევროინტეგრაციის რთულ გზაზე ქვეყანამ მიიღოს შესაბამისი ბენეფიტები, კიდევ უფრო დავუახლოვდეთ ევროკავშირს და გავხდეთ იმ დიდი ოჯახის სრულუფლებიანი წევრი, რასაც ევროპა ჰქვია. გარდა ამისა, უნდა გავიხსენოთ პრეზიდენტის ძალიან მძიმე განცხადებები, როდესაც ის პირდაპირ საუბრობდა, რომ საქართველო არ იმსახურებდა სტატუსს. როდესაც ასეთი ადამიანი მიდის, რა თქმა უნდა, ჩნდება ეჭვი, რომ ის იმოქმედებს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, ღარიბაშვილმა დღეს, ბოლო 10 წელში, ევროინტეგრაციის გზაზე ყველა წარმატებას  ოცნების "ექსკლუზივი" უწოდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი