მეცოდებით...კეთილი ადამიანების მიერ გადადგმული ნაბიჯია - კალაძე მამის პატივსაცემად დადგმულ ბურთზე

გამოქვეყნდა:

დაიდგა თუ არა სამტრედიაში ბურთის ფორმის ძეგლი თბილისის მერის მამის, კარლო კალაძის, პატივსაცემად? - თბილისის მერი კახა კალაძე ამტკიცებს, რომ ძეგლის დადგმასთან მის ოჯახს არანაირი კავშირი არ აქვს. მისი თქმით, ძეგლი ფეხბურთის მოყვარულთა კერძო ინიციატივით დაიდგა.

"ახალგაზრდა ქალბატონი ბრძანდებით და გჯერათ, რომ სამტრედიაში მამაჩემის პატივსაცემად დადგეს ძეგლი? ამის გჯერათ თქვენ? უბრალოდ მეცოდებით, გულწრფელად გეუბნებით, თუ არ მეცოდებოდეთ.

ეს არის კეთილი ადამიანების მიერ გადადგმული ნაბიჯი, ადამიანების, ვისაც უყვართ სპორტი სამტრედიაში, ვისაც უყვარს ფეხბურთი. ეს მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებაა. ჩემი ოჯახი, მამაჩემი და სამტრედიის მერია აღნიშნულ ფაქტთან კავშირში არ არის," - უთხრა კალაძემ ჟურნალისტებს.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი