"მოუთმენლად ველოდები მიმებს" - შოლცი ვარჯიშის დროს მიღებული ტრავმის შემდეგ პირველ ფოტოს აქვეყნებს

გამოქვეყნდა:

გერმანიის კანცლერი ვარჯიშის დროს მიღებული ტრავმის შემდეგ ტვიტერში პირველ ფოტოს აქვეყნებს, სადაც მას ცალი თვალი ახვეული აქვს. 

ოლაფ შოლცი მოქალაქეებს მადლობას უხდის კეთილი სურვილებისთვის და წერს, რომ მოუთმენლად ელოდება "მიმებს" [სახალისო ფოტოებს].

„ყველას მადლობა კეთილი სურვილებისთვის. უფრო ცუდი შესახედია, ვიდრე სინამდვილეშია. მოუთმენლად ველოდები მიმებს“, წერს შოლცი.

მედიის ცნობით, გერმანიის კანცლერმა ტრავმა ვარჯიშის დროს მიიღო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი