ერთი წუთით მაინც რომ ყოფილიყავით შოვში, მცირეწლოვანი შვილი მეც მყავს, თქვენ რომ დედა ხართ, მე მამა ვარ - პაპუაშვილი ბოკუჩავას

გამოქვეყნდა:

შოვის ტრაგედიაზე საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას სავარაუდოდ ხვალ უყრიან კენჭს. ბიუროზე დღევანდელ სხდომაზე კი ამ თემის გარშემო კამათი იყო. ენმ-ის დეპუტატმა,  თინა ბოკუჩავამ საკითხის კენჭისყრაზე გატანამდე განხილვის გამართვას ითხოვა, რათა სხვა დეპუტატების დარწმუნებისთვის საკმარისი დრო ჰქონოდათ, მოთხოვნა "ოცნებამ" არ გაიზიარა.

პროცედურულ ომში კი არ ჩავერთოთ, ერთობლივი ძალისხმევით შევქმნათ საგამოძიებო კომისია იმისთვის, რომ მომავალში უფრო მომზადებული იყოს სახელმწიფო რომ გადაარჩინოს სიცოცხლე - მიმართა პარლამენტის თავმჯდომარეს ბოკუჩავამ.

პასუხად კი პაპუაშვილმა მას უთხრა, რომ ტრაგედიის ადგილას უნდა ჩასულიყო და საკუთარი თვალით ენახა ვითარება: 

"ერთი წუთით მაინც რომ ყოფილიყავით შოვში, ერთი წუთით მაინც რომ შეგეხედათ რა ხდებოდა, ვინ როგორ მუშაობდა, ასეთი პათეტიკის უფლებას საკუთარ თავს არ მისცემდით.  მცირეწლოვანი შვილი მეც მყავს! თქვენ რომ დედა ხართ, მე მამა ვარ - რატომ გამართლებთ ეს თქვენ და მე არა?!

ამის ფონზე ეს პათეტიკა არათუ პოლიტიკურად, ადამიანურად არის ძალიან მძიმე. ადამიანობა არ უნდა დავკარგოთ, ეს არის მნიშვნელოვანი“ თქვა პაპუაშვილმა.

ბოკუჩავამ განმარტა, რა მიზეზით არ იმყოფებოდა სტიქიის ადგილზე -  „მე რომ მეუბნებით, სამი მცირეწლოვანი შვილის დედას, ეს არის სირცხვილი. არ ვიტყვი, კიდევ რა მიზეზით არ შემეძლო იმ კონკრეტულ მომენტში იქ ყოფნა. თქვენ ამით იმართლებთ თავს, რომ კომისია არ შექმნათ“, – განაცხადა ბოკუჩავამ.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი