ომის დაწყების შემდეგ რუსეთმა დაახლოებით 265 680 სამხედრო დაკარგა - უკრაინის გენშტაბი

გამოქვეყნდა:

უკრაინის გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე, 5 სექტემბრამდე, არსებულ ინფორმაციას მოიცავს.

უწყების ცნობით, მხოლოდ ბოლო 24 საათის განმავლობაში თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს დაახლოებით 560 სამხედრო, 9 ტანკი და 38 საარტილერიო სისტემა.

რუსეთის შეიარაღებული ძალების საერთო დანაკარგები კი ასეთია:

ჯარისკაცი - დაახლოებით 265 680;

​ტანკი - 4 489;

ჯავშანტექნიკა - 8 670;

საარტილერიო სისტემა - 5 649;

სარაკეტო სისტემა - 747;

საზენიტო საბრძოლო სისტემა - 504;

თვითმფრინავები - 315;

ვერტმფრენი - 316;

ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 4 512;

საკრუიზო რაკეტები - 1 447;

საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები - 8 175;

გემი/ნავი/კატარღა - 18;

​სპეციალური აღჭურვილობა - 851.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი