
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი და ე.წ.პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თანამდებობებიდან გადადგნენ. ინფორმაციას "ინტერფაქსი" ავრცელებს ე.წ. მთავრობიდან წყაროზე დაყრდნობით.
წყარო ამბობს, რომ ორივე თანამდებობის პირმა განცხადება 4 სექტემბერს შეიტანა.
დე ფაქტო პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას გადადგომის შესახებ განცხადებაზე ხელი ჯერ არ მოუწერია. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ინალ არძინბას გადაწყვეტილი აქვს რუსეთში დაბრუნდეს.
არძინბა აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრად 2021 წლის ნოემბერში დაინიშნა, ხოლო ჯანსუღ ნანბა ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტს 2022 წლის აგვისტოდან იკავებდა.