
ე.წ. დასავლური შეთქმულება საქართველოს ომში ჩაბმის შესახებ, სრული და ანგარებიანი სისულელეა - განაცხადა ატლანტიკური საბჭოს წარმომადგენელმა, ამერიკელმა დიპლომატმა დენიელ ფრიდმა თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე "პუტინიზმის დამარცხება":
„რაც შეეხება ე.წ. დასავლურ შეთქმულებას საქართველოს ომში ჩაბმის შესახებ, შეერთებულ შტატებსა და ევროპაში ყველას ესმის, რომ საქართველო დაუცველ მდგომარეობაშია და არავის სურს, რომ საქართველო საფრთხის ქვეშ აღმოჩნდეს. მშვენივრად გვესმის, რომ საქართველოს არ სურს, უკრაინის იარაღის მთავარი მიმწოდებელი გახდეს. ყველას ესმის ეს. ასე რომ, მოსაზრება, თითქოს დასავლეთს სურს საქართველოს ომში ჩაბმა, სრული და ანგარებიანი სისულელეა. უბრალოდ, არასწორია“, - განაცხადა ფრიდმა
თბილისში უკვე მეორე დღეა მაკკეინის ფონდის ორგანიზებული კონფერენცია მიმდინარეობს, რომელსაც ქართველი და უცხოელი მაღალი რანგის სტუმრები, პოლიტიკოსები, ექსპერტები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებიან. მიწვევის მიუხედავად, კონფერენციას ბოიკოტი გამოუცხადა "ქართულმა ოცნებამ".