საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი მსხილაძე "ქართული ოცნების" მიერ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას ეხმაურება და ამბობს, რომ ეს შეიძლება პრეზიდენტის აქტივობის შეზღუდვას ან პოლიტიკურ შევიწროებას ემსახურებოდეს.
მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი იმ საარჩევნო დაპირებებს ასრულებს, რომლის ქვაკუთხედიც ქვეყნის ევროკავშირსა და NATO-ში ინტეგრაცია იყო.
"საქართველოს პრეზიდენტი ასრულებს მის უმაღლეს ვალდებულებას. ეს არის ხალხის ნება. საქართველოს პრეზიდენტი ასრულებს იმ საარჩევნო დაპირებებს, რომლის ქვაკუთხედიც იყო ქვეყნის ევროკავშირში და NATO-ში ინტეგრაცია და კონსტიტუციურ ვალდებულებას, რომლითაც ყველა ზომა უნდა მიიღოს, რომ ქვეყანამ უზრუნველყოს ევროკავშირში და NATO-ში ინტეგრაცია. ტექნიკური საკითხები, რომელიც წამოიწყო უმრავლესობამ და "ქართულმა ოცნებამ," შეიძლება, ერთადერთ რამეს ემსახურებოდეს - პრეზიდენტის აქტივობის შეზღუდვას ან მის პოლიტიკურ შევიწროებას. ამაზე მეტს ვერაფერს ვერ გეტყვით, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. იმპიჩმენტის პროცედურა დროში გაწერილია, ამიტომ, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას," - განაცხადა მსხილაძემ [საზოგადოებრივი მაუწყებელი].