გერმანიამ უკრაინას Gepard-ებისთვის ახლადწარმოებული ჭურვების პირველი პარტია გადასცა

გამოქვეყნდა:

გერმანიამ უკრაინას გეპარდის საზენიტო თვითმავალი საარტილერიო დანადგარების ახლად წარმოებული ჭურვების პირველი პარტია გადასცა.

გერმანიის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საბრძოლო მასალა კომპანია Rheinmetall-ის ახალ საწარმოო ხაზზეა დამზადებული.

"უკრაინის ომი თითქმის ყოველდღე გვახსენებს, რომ ჩვენი ქვეყნის თავდაცვა დამოკიდებულია საჰაერო თავდაცვაზე და საბრძოლო მასალის საკმარის რაოდენობაზე. Gepard საბრძოლო მასალის წარმოების განახლებით, ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ ზუსტად ამ ორ მნიშვნელოვან ასპექტზე", - თქვა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა.

ცნობისთვის, კომპანია Rheinmetall უკრაინისთვის Gepard-ებისთვის საჭირო 300 000 ჭურვის მიწოდებას გეგმავს, რომელიც განკუთვნილია დრონების ჩამოსაგდებად. 

ფრონტზე საბრძოლო მასალის მწვავე დეფიციტის პრობლემის გადასაჭრელად, Rheinmetall-მა რამდენიმე თვეში აამოქმედა ახალი საწარმოო ხაზი, მაშინ როდესაც ჩვეულებრივ, ასეთ პროცესს წლები სჭირდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი