
„ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის“ (CEPA) წარმომადგენელი თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე აცხადებს , რომ ევროკავშირში ახლა დებატები მიდის, მიანიჭონ თუ არა საქართველოს კანდიდატის სტატუსი. მისი თქმით, ევროკომისარ ჯოზეფ ბორელის საქართველოში ჩამოსვლა მომდევნო დღეებში, ამ პროცესისთვის სასარგებლო იქნება:
"ევროკავშირში ახლა მიდის დებატები, მიანიჭონ საქართველოს კანდიდატის სტატუსი ახლავე, თუ მომავალში. ზოგიერთს მიაჩნია, რომ ახლა ამ სტატუსის არმინიჭება არის ის, რაც პუტინს სურს, ანუ მას სურს საქართველო ჩამოაშოროს ევროპას. მაგრამ არსებობს ხალხი, რომელსაც მიაჩნია, რომ საქართველომ ჯერ პირობები უნდა შეასრულოს. ამიტომ, ახლა საქართველოში ჯოზეფ ბორელის ჩამოსვლა სასარგებლოა. ის ხალხს შეხვდება და საკუთარ დასკვნებს გააკეთებს." ამბობს ვოლკერი.
ცნობისთვის, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი საქართველოს 7-8 სექტემბერს ეწვევა.