შოვი, იმპიჩმენტი, ჩავარდნილი ტურისტული სეზონი და სავარაუდო სექსუალური ძალადობა დეპუტატის მხრიდან - აჭარის უმაღლესი საბჭოს საშემოდგომო სესია ხმაურით გაიხსნა

გამოქვეყნდა:

დღეს მწვავე პოლიტიკური განცხადებებით გაიხსნა აჭარის უმაღლესი საბჭოს საშემოდგომო სესიაც. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელმა, გია აბულაძემ, მმართველი გუნდის დეპუტატებს შოვის ტრაგედია შეახსენა და მისი გამოძიების აუცილებლობაზე ისაუბრა.

პოლიტიკური განცხადებები შეეხო პრეზიდენტის იმპიჩმენტს, აჭარაში ტურისტული სეზონის ჩავარდნას და უმაღლესი საბჭოს ქართული ოცნების დეპუტატის მხრიდან სავარაუდო სექსუალური ძალადობის ფაქტს, რომელიც ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში გაჟღერდა. დეპუტატებმა საქმის გამოძიება მოითხოვეს. 

ამას გარდა, უმაღლესი საბჭო დღეს განიხილავს აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს გაუქმების საკითხს, რასაც ოპოზიცია აპროტესტებს და საზოგადოებრივი მაუწყებლის პოლიტიკური გაკონტროლების მცდელობად აღიქვამს.

ავტორი: თეა ვაშალომიძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი