უკრაინას თავდაცვის ახალი მინისტრი ჰყავს - რადამ რუსტემ უმეროვის კანდიდატურას მხარი დაუჭირა

გამოქვეყნდა:

უკრაინის უმაღლესმა რადამ თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე რუსტემ უმეროვი დაამტკიცა. მის კანდიდატურას მხარი 338-მა დეპუტატმა დაუჭირა.

რადამ უმეროვი გუშინ, 5სექტემბერს სახელმწიფო ქონების ფონდის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა, რომელიც მას გასული წლის 7 სექტემბრიდან ეკავა.

რადამ გუშინვე მხარი დაუჭირა ოლექსეი რეზნიკოვის გათავისუფლებას თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან.

შეგახსენებთ, რეზნიკოვის შეცვლის გადაწყვეტილების შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 3 სექტემბერს განაცხადა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი