ნოდარ დუმბაძის სკვერი შევინარჩუნეთ - ხაბეიშვილი

გამოქვეყნდა:

„ნოდარ დუმბაძის სკვერი შევინარჩუნეთ! ეს არის ჩვენი ადგილობრივი ლიდერების დავით მჟავანაძის, თათია ნიკოლაშვილის, არჩილ სიხარულიძის და იმ მებრძოლი ადამიანების დამსახურებით, ვინც ფიზიკურად იბრძოლეს ნოდარ დუმბაძის სკვერის გადასარჩენად" -  განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა.

„რუსული პარტიის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ დანაშაული იყო, რასაც აკეთებდა ადგილობრივი მერი პატარა მინიგარქ რუს ჩიგოგიძესთან ერთად. კი, ეს აღიარა მდინარაძემ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - ნოდარ დუმბაძის სკვერი შევინარჩუნეთ, გადავარჩინეთ და ეს არის ჩვენი ადგილობრივი ლიდერების - დავით მჟავანაძის, თათია ნიკოლაშვილის, არჩილ სიხარულიძის და იმ მებრძოლი ადამიანების დამსახურებაა, ვინც ფიზიკურად იბრძოლეს ნოდარ დუმბაძის სკვერის გადასარჩენად.

მნიშვნელოვანია, რომ ყველამ კარგად იცოდეს, რომ აბსოლუტურად ყველას ინტერესების გამო „ნაციონალური მოძრაობა“ იბრძოლებს, ჩვენ ვართ ხალხის პარტია და ვიქნებით იქ, სადაც სჭირდება ხალხს. ეს არის პირველი პატარა, მაგრამ ჩოხატაურისთვის უმნიშვნელოვანესი გამარჯვება, როცა შევინარჩუნეთ ნოდარ დუმბაძის სკვერი და რუსულ პარტიას მოუწია ამ ინიციატივის უკან წაღება.“- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ჩოხატაურში, ნოდარ დუმბაძის სახელობის სკვერს "ვერავინ გაყიდის".

"არსებობს ასეთი სივრცითი დაგეგმარების კოდექსი, მოკლე სათაური რომ ვთქვა, სადაც წერია ასეთი რაღაც: მეექვსე ნაწილში, 97-ე მუხლის. სკვერში, ბაღში და ა.შ. სკვერში, ამ შემთხვევაში, შეიძლება აშენებულ იქნას მხოლოდ საერთო სარგებლობის საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის შენობა. თემა ამით არის დახურული. ვერავინ იმ ადგილს ვერ გაყიდის."თქვა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, სწორედ სკვერის გაყიდვას აპროტესტებდნენ ენმ-ის წევრები ჩოხატაურში 3 სექტემბერს, რა დროსაც მათ "ოცნების" პარტაქტივი თავს დაესხა და დავით მჟავანაძეს ფიზიკურად გაუსწორდა.

თავდასხმის ფაქტზე 4 პირია დაკავებული. საქართველოს პროკურატურამ მათ ბრალი ჯგუფური ძალადობის მუხლით წარუდგინა და აღკვეთის სახით, წინასწარ პატიმრობას ითხოვს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი