ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექოტრის, მარინა ეზუგბაიას თქმით, დღეს, 15 აგვისტოს საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული 15 შემთხვევიდან 9 სვანეთის საკარანტინო ზონებში მოგზაურობას უკავშირდება.
15 ახალი დადასტურებული შემთხვევის განაწილება ასეთია: 9 არის მოგზაურობა ამ ეპიდაფექთების ზონაში, 4 შემთხვევა გახლავთ დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტები, ერთი შემოტანილია და სატვირთო მანქანის მძღოლია, ერთ შემთხვევაზე გრძელდება კვლევა, კონტაქტების მოძიება წყაროს დადგენის თვალსაზრისით, – თქვა მარინა ეზუგბაიამ.
დღეს, 15 აგვისტოს საქართველოში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევ დადასტურდა, 3 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.
მსოფლიოში კი ინფიცირების მაჩვენებელმა 21 მილიონს უახლოვდება.