ოპოზიცია რუსეთის მოქალაქეებისთვის რეგულაციების დაწესებას ითხოვს - პოლიტიკური ჯგუფი "ევროოპტიმისტები" სამი კონკრეტული პროექტის განხილვას სთხოვს, საიდანაც ერთი ქვეყანაში რუსეთის მოქალაქეების ყოფნის პერიოდს 1 წლიდან 3 თვემდე ამცირებს, დანარჩენი ორი კი ზღუდავს საქართველოში უძრავი ქონების შეძენის შესაძლებლობას და დამატებით მოთხოვნებს აწესებს ბინადრობის ნებართვის მისაღებად.
რომან გოცირიძე "ქართულ ოცნებას" ამ კანონპროექტების დაბლოკვაში ადანაშაულებს და დაჩქრებული წესით მათ განხილვას ითხოვს. "ევროპოტიმისტების" პოზიციას იზიარებენ სხვა ოპოზიციური პარტიები და ჯგუფებიც.