კლანური დაპირისპირება ოკუპირებულ აფხაზეთში. საოკუპაციო რეჟიმის მაღალჩინოსნებს შორის კონფლიქტი სულ უფრო ღია და თვალშისაცემია, ამას ადასტურებს ინფორმაცია, რომელმაც დღეს დილიდან ტელეგრამ არხები მოიცვა, თუმცა, საბოლოოდ, ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის, ილან არძინბას გადადგომა არ დადასტურდა.
კრემლის გავლენით დანიშნული მაღალჩინოსნის მიმართ დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში საზოგადოების პროტესტი საკმაოდ დიდია და ის კიდევ უფრო გაიზარდა მას შემდეგ რაც არძინბას ინიციატივით რუსეთს აფხაზეთის სტრატეგიული ინფრასტრუქტურული ობიექტები გადაეცა.
კრემლის ფავორიტს, რომელსაც მოსკოვი პრეზიდენტად ამზადებს, ოკუპირებული აფხაზეთის ოპოზიციასთან ერთად ე.წ მოქმედი ხელისუფლებაც უპირისპირდება.