არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში, "ევროპული საქართველო" მინისტრთა კაბინეტში "ენმ"-ს წევრებს არ მოიაზრებს. პარტიაში ამბობენ, რომ კოალიციური ხელისუფლების ჩამოყალიბების შემთხვევაში საკუთარ პირობებს დააყენებენ.
"ენმ"-ში ამბობენ, რომ ასეთი განცხადებები ოპოზიციის ერთიანობას ხელს უშლის
"ჩემთვის გაუგებარია რატომ არ იფიქრა ბატონმა ბაქრაძემ, რომ მისი მხრიდან თავდასხმა მიხეილ სააკაშვილზე ძალიან ძვირი დაუჯდება მაჟორიტარობის კანდიდატებს "ევროპული საქართველოდან" - ამბობს სალომე სამადაშვილი.
"ძალა ერთობაშიას" გაერთიანებაში შემავალი სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ქართული ოპოზიციის პირველი ამოცანა ახლა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან ჩამოშორება უნდა იყოს, თუმცა "ევროპული საქართველოს" განცხადებებს ისინიც აკრიტიკებენ და ამბობენ, რომ წარსულზე აპელირება მათი მხრიდან, მორალურად გამართლებული არ არის.