ძლიერი ხანძრების შემდეგ, საბერძნეთი წყალდიდობას ებრძვის. ამის შესახებ ინფორმაციას Aljazeera ავრცელებს.
ქარიშხალი "დანიელი" ცენტრალურ და დასავლეთ საბერძნეთს, თავს ორშაბათს დაატყდა, რასაც კოკისპირული წვიმები მოჰყვა. წყალდიდობის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაკარგულად ითვლება.
მედიის ცნობით, გარდაცვლელი კაცი ფერმერია. ის მაშინ დაიღუპა, როცა სახლის კედელი ჩამოინგრა. შემთხვევა საპორტო ქალაქ ვოლოსთან მოხდა. დაკარგული ადამიანის გამო სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.
სტიქიის გამო დაზიანდა ინფრასტრუქტურა, წაღებულია მანქანებიც.
შეგახსენებთ, გასულ თვეს საბერძნეთში რეკორდულად მაღალი ტემპერატურის გამო ტყის ხანძრები პერიოდულად ხდებოდა. ორი კუნძულიდან მოსახლეობის ევაკუაციაც კი გახდა საჭირო.