მორიგი სპეცოპერაცია ესპანეთში და საქართველოს მოქალაქეები გისოსებს მიღმა. დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის რამდენიმე წევრი, რომლებიც ესპანეთში სახლებს ძარცვავდნენ. მედიის ცნობით, კრიმინალური ჯგუფი ძირითადად მადრიდში, ერთი და იგივე სქემით მოქმედებდა. მოპარული ფული კი სხვადასხვა ქვეყენბში, მათ შორის საქართველოში იგზავნებოდა.
ესპანეთის ეროვნულმა პოლიციამ ზაფხულის განმავლობაში 7 კრიმინალური დაჯგუფება დაშალა, რომლის წევრებიც საქართველოს მოქალაქეები იყვნენ. სპეცოპერაციის დროს საერთო ჯამში 22 ადამიანი დააკავა.
ავტორი: ნანუკა მაღლაკელიძე