ჩინეთს ტაიფუნმა "ჰაიკუიმ" გადაუარა. Reuters-ის ცნობით, ჩინეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სტიქიამ ძლიერი წვიმა, ქარი და წყალდიდობა გამოიწვია.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია ერთი დაღუპულის შესახებ. ფუძიანის პროვინციაში, ტაიფუნის გამო დაიტბორა ქუჩები, საცხოვრებელი სახლები და საავტომობილო გზები.
რეგიონში განგაშის წითელი დონე ამოქმედდა. სტიქიის ზონიდან 114 ათასი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.