სტამბოლში წყალდიდობის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა

გამოქვეყნდა:

სტამბოლში წყალდიდობის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა. ძლიერი წვიმა ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში დაიწყო და გზების დატბორვა გამოიწვია. 

ქალაქის ხელმძღვანელობის თანახმად, წყალდიდობამ მსხვერპლი არნავუტკოისა და ბაშაქშეჰირის რაიონებში გამოიწვია. 

გუბერნატორი მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს და გზებზე მოტოციკლეტით გადაადგილებისგან თავის შეკავებას ურჩევს.

წყალდიდობამ ასევე დააზარალა რამდენიმე მეტროსადგური. უსაფრთხოების ზომების გათვალისწინებით, დახურული იყო კირაზლი-კაიაშეჰირის ხაზზე მდებარე 2 მეტროსადგური.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი