გაიცა 393 784 ლარის დანამატი, ზეგანაკვეთური მუშაობა დოკუმენტურად არ დასტურდება - ფინანსური მონიტორინგის სამსახურის აუდიტი

გამოქვეყნდა:

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა სსიპ – ფინანსური მონიტორინგის სამსახურის 2021-2022 წლების საფინანსო-ეკონომიური საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი. ირკვევა, რომ ამ პერიოდში სამსახურის თანამშრომლებზე გაიცა 393 784 ლარის ოდენობის დანამატი, თუმცა სამსახურის თანამშრომლებისთვის ზეგანაკვეთური მუშაობის ან ღამის საათებსა და დასვენების/უქმე დღეებში საქმიანობის დავალება და მათი შესრულება დოკუმენტურად არ დასტურდება.

გარდა ამისა, აუდიტი ამბობს, რომ 2021-2022 წლებში ვაკანტური თანამდებობების არსებობის პირობებში, შრომითი ხელშეკრულებით ხანგრძლივი დროით დასაქმებული იყო 5 პირი:

"ვერ იქნა წარმოდგენილი შრომითი ხელშეკრულებებით დასაქმებულ პირთა მიერ შესრულებული სამუშაოების დამადასტურებელი დოკუმენტები, რაც კონტროლის მექანიზმების სისუსტეზე მიუთითებს და წარმოშობს ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებზე გაცემული ანაზღაურების პროცესის გამჭვირვალობის რისკებს".

უწყების ცნობით, სამორიგეო ავტომობილით ფაქტობრივად სარგებლობდა მხოლოდ ერთი თანამშრომელი. გამომდინარე იქიდან, რომ არ ხდებოდა ავტომობილზე კონტროლი, შეუძლებელი იყო მისი ყოველდღიური გადაადგილების და ლიმიტით განსაზღვრული საწვავის მხოლოდ სამსახურებრივი საჭიროებისთვის ხარჯვის კონტროლის უზრუნველყოფა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი