11-დან 20 სექტემბრამდე სომხეთი და შეერთებული შტატები ერთობლივ სამხედრო წვრთნებს, EAGLE PARTNER 2023-ს ჩაატარებენ. ინფორმაციას სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერი ავრცელებს.
"საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილეობის მოსამზადებლად სომხურ-ამერიკული წვრთნები EAGLE PARTNER 2023 11-დან 20 სექტემბრამდე სომხეთში, კერძოდ, სამშვიდობო ბრიგადა ZAR-ისა და თავდაცვის სამინისტროს N სასწავლო ცენტრებში გაიმართება.
სწავლება გულისხმობს კონფლიქტის მხარეს შორის ურთიერთობის სტაბილიზაციის ამოცანების შესრულებას სამშვიდობო მისიის დროს. სწავლების მიზანია სამშვიდობო ოპერაციების ფარგლებში საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილე ქვედანაყოფების თავსებადობის დონის ამაღლება, საუკეთესო პრაქტიკის ჩამოყალიბება მენეჯმენტსა და ტაქტიკურ კომუნიკაციებში, ასევე სომხური ქვედანაყოფის მზადყოფნის გაუმჯობესება NATO/PfP ოპერატიული შესაძლებლობების კონცეფციის დაგეგმილი შეფასებისთვის. სამშვიდობო მისიებისთვის მომზადებისას, საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებისთვის მომზადებული ქვედანაყოფები ხშირად მონაწილეობენ მსგავს ერთობლივ წვრთნებსა და ტრენინგებში პარტნიორ ქვეყნებში", - წერს თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერი, არამ ტოროსიანი სოციალურ ქსელში.