CNN: ბლინკენი კიევში უკრაინის დახმარების ახალ, $1 მილიარდიან პაკეტს გამოაცხადებს

გამოქვეყნდა:

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი, რომელიც დღეს, 6 სექტემბერს კიევში ჩავიდა, უკრაინის დახმარების ახალ პაკეტს გამოაცხადებს, რომლის საერთო ღირებულება 1 მილიარდ დოლარს აღემატება.

ამის შესახებ CNN აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით იტყობინება.

გავრცელებული ინფორმაციით, ბლინკენი უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას შეხვდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი