
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში, ჭოუ ციენმა ჟურნალისტებთან ჩინეთ-საქართველოს სტრატეგიულ ურთიერთობებზე ისაუბრა და "კარგი პირობების" შემთხვევაში ანაკლიის პორტის მშენებლობაში ჩართვაც არ გამორიცხა:
"სულ რაღაც ერთი თვის წინ ჩინეთმა და საქართველომ სტრატეგიულ პარტნიორობას მიაღწიეს. ეს ნიშნავს, რომ ორმხრივი ურთიერთობები ახალ ეტაპამდე გაიზარდა. ეს ნიშნავს მეტ ინვესტიციებს, კონტაქტებს, განსაკუთრებით ეს ეხება შუა დერეფანს, „ერთ გზას და ერთ სარტყელს“, რომელიც გაძლიერდა ახალ დონემდე. ჩემი აზრით, ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩინეთისთვის, არამედ საქართველოსთვისაც.
ჩინეთი და საქართველო ორივე დამოუკიდებელი ქვეყნებია. ჩვენ გვაქვს უფლება, გავაკეთოთ არჩევანი, ვინ არის ჩვენი პარტნიორი, ვინ არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი. ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ ჩინეთისა და ევროკავშირის გარეშე შუა დერეფანში წარმატებას ვერ მივაღწევთ. რატომ? იმიტომ, რომ შუა დერეფანში მნიშვნელოვანია ლოგისტიკა ჩინეთსა და ევროკავშირს შორის. ეს არის საწარმოო ძალა და ის საქონელი, რასაც ჩინეთი აწარმოებს, ასევე სამომხმარებლო სივრცე ევროკავშირში. ეს ნიშნავს, რომ ჩინეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერის გარეშე, შუა დერეფანში წარმატება ვერ იქნება. მაქვს ინფორმაცია, რომ ევროკავშირი შუა დერეფანში ძალიან აქტიურია და ვფიქრობ, რომ ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პლატფორმაა ჩინეთ-ევროკავშირის თანამშრომლობისთვის.
ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ეს გამეორებულია ორ მთავრობას შორის ბევრ დოკუმენტში მანამდე. ჩინეთი მხარს უჭერს ყველა ქვეყნის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპი ჩინეთის პოლიტიკაში. სწორედ ამიტომ საქართველო მხარს უჭერს ჩინეთის გლობალური უსაფრთხოების ინიციატივას. ის, რომ დოკუმენტში აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ნახსენები არ არის, ეს დოკუმენტის მიმართ განზრახ არასწორი მიდგომაა.
ზოგადად რომ ვთქვათ, ყველა ინფრასტრუქტურული პროექტის, „სარტყელისა და გზის“ და „შუა დერეფნის“ მიმართ ჩვენ, ჩინეთის კომპანიებსა და ჩინურ საწარმოებს გვაქვს ინტერესები. კარგი პირობების შემთხვევაში, ჩინურ კომპანიებს არ აქვთ პრობლემა ჩაერთონ ანაკლიის პორტის მშენებლობაში ან სხვა პროექტებში." ამბობს დიპლომატი.
დღეს ჩინეთის საელჩოში კონფერენცია - „ერთი სარტყელი, ერთი გზის ინიციატივის 10 წლის თავი, ჩინეთის გზა მოდერნიზაციისკენ, ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობის განვითარების შესაძლებლობები“ გაიმართა.
ამავე თემაზე: