
"ბოროტების თავხედობა. სიმდაბლის სითამამე. სრული არაადამიანობა", - ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დონეცკის რეგიონში, ქალაქ კონსტანტინოვკას დაბომბვას, რასაც სულ მცირე 16 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის ერთი ბავშვია.
"როდესაც მსოფლიოში ვინმე ჯერ კიდევ ცდილობს რაიმე რუსულთან შეთანხმებას, ეს ნიშნავს ამ რეალობაზე თვალის დახუჭვას. ბოროტების თავხედობა. სიმდაბლის სითამამე. სრული არაადამიანობა.
ამ დროისთვის, დონეცკის რეგიონის ქალაქ კონსტანტინოვკაში რუსულმა ტერორისტულმა არტილერიამ 16 ადამიანი მოკლა. რეგულარული ბაზარი, მაღაზიები, აფთიაქი. ადამიანები, რომლებსაც არაფერი დაუშავებიათ. ბევრია დაჭრილი. სამწუხაროდ, დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს.ვუსამძიმრებ ყველას, ვინც ახლობლები დაკარგა!
ეს რუსული ბოროტება რაც შეიძლება მალე უნდა დავამარცხოთ", - წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.
რუსეთის ჯარმა დონეცკის ოლქში, კონსტანტინოვკაში ცენტრალური ბაზარი დაბომბა.