საქართველოს საგარეო კურსი, ევროინტეგრაცია და მოსალოდნელი სანქციები | აშშ-ის სენატის მაღალჩინოსანი კრის სოჩა ოპოზიციას შეხვდა

გამოქვეყნდა:

საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი, ევროინტეგრაცია, მოახლოებული არჩევნები და ამერიკის მხრიდან მოსალოდნელი სანქციები - ამ თემებზე იმსჯელეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა ამერიკის სენატის მაღალჩინოსანთან შეხევდრაზე.

ქვეყანაში შექმნილ ვითარებასა და პოლიტიკურ პროცესებთან ერთად საუბარი შეეხო შესაძლო სანქციებსაც. შეერთებული შტატების სენატის საგარეო კომიტეტის აპარატის უფროსი შეხვდა "ნაციონალური მოძრაობისა" და "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერებს, ასევე გიორგი გახარიას. კონკრეტულად რა საკითხები განიხილეს მხარეებმა, ეს უცნობია.

"ყავა დავლიეთ უბრალოდ", - ამბობს გახარია სოჩასთან შეხვედრის შემდეგ.

"მთავარი არხის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი