
უკრაინის შსს ცნობით, კოსტანტინოვკაში სამძებრო-სამაშველო ოპერაცია დასრულდა. ადგილობრივი დროით 18:00 საათის მონაცემებით, რუსულ სარაკეტო თავდასხმას 17 ადამიანი ემსხვერპლა და დაშავდა 32.
შეგახსენებთ, ოკუპანტებმა სარაკეტო იერიში დონეცკის ოლქის ქალაქზე დღეს მიიტანეს. რუსებმა ხალხმრავალი ადგილი, ცენტრალური ბაზარი დაბომბეს.
დაღუპულებს შორის, ერთი ბავშვია.