ახალი პოლიტიკური დუეტი ოპოზიციაში. ეს მოსალოდნელი და ბევრისთვის სასურველი გაერთიანება იყო და ელენე ხოშტარიამ და ზურა ჯაფარიძემ მხარდამჭერებს დიდხანს არ ალოდინეს. "დროა" და "გირჩი მეტი თავისუფლება" ერთ კონგლომერატად ყალიბდებიან - მინიმუმ მომავალი არჩევნებისთვის. მთავარ პოლიტიკურ მიზნად ახალ გაერთიანებაში რუსულ ოცნებასთან ბრძოლას ასახელებენ - იგულისხმება პარტია "ქართული ოცნების" ხელისუფლება. და ეს არის ხელისუფლების ოპონენტების საერთო მიზანი, რომლისთვისაც მზადება პარტიებმა უკვე დაიწყეს და დღევანდელი გაერთიანება მორიგი საფეხურია ოპოზიციური პარტიების გადაჯგუფებების კასკადში.