ლუკაშენკო აცხადებს, რომ აქციებთან დაკავშირებით პუტინთან საუბარი სურს

გამოქვეყნდა:

ბელორუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან საუბარი სურს, რადგან, მისი აზრით, საპროტესტო აქციები საფრთხეს მხოლოდ ბელორუსს არ უქმნის.

საჭიროა პუტინთან დაკავშირება, რომ ახლავე ვისაუბრო მას, რადგან ეს აღარ წარმოადგენს საფრთხეს მხოლოდ ბელორუსისთვის. დღეს ბელარუსის დაცვა, მთელი სამოკავშირეო სახელმწიფოს სივრცის დაცვას ნიშნავს და სხვებისთვის წარმოადგენს მაგალითს, მათ უმეტესობას, ვინც ქუჩაში დგას ეს არ ესმის, - თქვა ალექსანდრე ლუკაშენკომ.

შეგახსენებთ, რომ ბელორუსში მაშტაბური საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც ალექსანდრე ლუკაშენკომ თავი არჩევნებში გამარჯვებულად გამოაცხადა. მოსახლოებასა და სპეცრაზმს შორის რამდენჯერმე მოხდა დაპირისპირება. 

ოპოზიციური საპრეზიდენტო კანდიდატი, სვეტლანა ტიხანოვსკაია კი, რომელიც ამჟამად დევნილობაშია, მოსახლეობას შაბათ-კვირას მშვიდობიანი აქციების გამართვისკენ მოუწოდებს. ტიხანოვსკაიამ სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა და თავის მომხრეებს მოუწოდა, არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით ოფიციალური გამოძიების ჩატარება მოითხოვონ.

ალექსანდრ ლუკაშენკომ მიმდინარე მოვლენებზე პასუხისმგებლობა უცხოელ აგენტებს დააკისრა.

ლუკაშენკოს ქმედებებს მკაცრად აკრიტიკებს მსოფლიო. აშშ-მ ბელოსრუსში ჩატარებული არჩევნები შეაფასა, როგორც არადემოკრატიული, ხოლო მსოფლიოს სხვადასხვა ლიდერები ლუკაშენკოს ძალაუფლების დათმობისაკენ მოუწოდებენ. ბელორუსს სანქციებს უწესებს ევროკავშირიც.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი