სალომე ზურაბიშვილის გამოჩენა რამდენიმედღიანი გაუჩინარების შემდეგ | რას გეგმავს პრეზიდენტი

გამოქვეყნდა:

სალომე ზურაბიშვილმა "ქართულ ოცნებას" კიდევ ერთი პოლიტიკური შოკი აგრძნობინა. პრეზიდენტის ვიდეომ ემანუელ მაკრონთან ერთად სახელისუფლებო პარტიაში ბევრს მსჯელობის უნარი დააკარგვინა. ქვეყნის მეთაური, რომელიც გერმანიის პრეზიდენტ შტაინმაიერთან და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ მიშელთან შეხვედრების შემდეგ იძებნებოდა, მოულოდნელად ელისეს სასახლეში გამოჩნდა. და თან ხაზგასმულად მეგობრულ ფორმატში ფრანგ კოლეგასთან - ტელეფონით გადაღებული ვიდეომიმართვით. 

თბილისში ამ კადრებმა და პრეზიდენტების შეხვედრის ფაქტმა პოლიტიკური აურზაური გამოიწვია, მაგრამ "ქართული ოცნება", რამდენიმე გაუგებარი განცხადების შემდეგ, მალევე მოეგო გონს და ისევ რიტორიკის ძველ კალაპოტს დაუბრობდა. რაც არ უნდა აკეთოს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ევროპულ დედაქალაქებში ის მაინც კონსტიტუციას არღვევს ამბობენ "ოცნებაში" და აგრძელებენ იმპიჩმენტის პროცედურას. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი