სომხეთი რუსეთთან განშორებას ცდილობს. ერევანი ღიად აცხადებს, რომ უსაფრთხოების გარანტად მხოლოდ მოსკოვის მიჩნევა შეცდომა იყო და ამის საუკეთესო მაგალითი ყარაბაღის მოვლენებია. ქვეყნის პრემიერის განცხადების სერიოზულობაზე კონკრეტული გადაწყვეტილებებიც მიანიშნებს - სამხედრო სწავლება ამერიკელებთან ერთად, წარმომადგენლის გამოწვევა ოდეკაბედან, უკრაინისთვის დახმარების გაგზავნა და პრემიერის მეუღლის ვიზიტი კიევში, და ყველაზე მნიშვნელოვანი - რომის სტატუტის რატიფიცირების მცდელობა, რაც ვლადიმერ პუტინისთვის დაპატიმრებას ნიშნავს სომხეთში ჩასვლის შემთხვევაში.