ივანიშვილი სანქციების საფრთხის წინაშე | აშშ სანქციების ახალ პაკეტზე მუშაობს - კრის სოჩას შეხვედრები თბილისში

გამოქვეყნდა:

საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი სანქციების ახალ პაკეტზე მუშაობს. უკვე ცნობილია, რომ შეერთებული შტატების შეზღუდვები ქვეყანაზე არ გავრცელდება და ე.წ. შავ სიაში მხოლოდ კონკრეტული პირები მოიაზრებიან.

მორიგი ხისტი გადაწყვეტილების მიზანი ზეწოლის გაძლიერებაა თავად ოლიგარქ ივანიშვილსა და პოლიტიკურ კლასზე, რომელიც, არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, მჭიდრო თანამშრომლობაშია კრემლთან და საქართველოს ევროატლანტიკურ პერსპექტივას საფრთხის ქვეშ აყენებს. სანქციების ახალ ტალღაზე შეერთებული შტატებიდან, სენატის გავლენიანმა წამომადგენელმა კრის სოჩამ ქართულ ოპოზიციას შეხვედრაზე ისაუბრა.

ოპოზიციის შეფასებით, კრის სოჩას ვიზიტი საქართველოში ადასტურებს, რომ ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობა და მისი ევროატლანტიკური კურსი შეერთებული შტატებისთვის არის მნიშვნელოვანი და სტრატეგიული. ამით კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი მის მხარდაჭერას.

"მთავარი არხის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი