
"ყველამ იცის, რომ სალომე ზურაბიშვილი კოლექტიური ნაცმოძრაობის იმედით არღვევს კონსტიტუციას", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე TV იმედის ეთერში საუბრობს და მმართველი პარტიის მიერ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას ეხმაურება.
"მიზანი არის მარტივი - ჩვენ უნდა დავიცვათ საქართველოს კონსტიტუცია. რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა ქვეყნის ძირითადი კანონის წინაშე, რომ მაქსიმალური პატივისცემა გამოვავლინოთ ამ დოკუმენტის მიმართ, რომ როდესაც ასე უხეშად ირღვევა საქართველოს კონსტიტუცია, ამის რეაგირების გარეშე დატოვება იქნებოდა, რა თქმა უნდა, უპასუხისმგებლო ნაბიჯი მმართველი გუნდის მხრიდან.
[...]
ყველამ იცის, რომ სალომე ზურაბიშვილი კოლექტიური ნაცმოძრაობის იმედით არღვევს კონსტიტუციას. ეს იმედი რომ არ ჰქონოდა, რა თქმა უნდა, ის ასეთ რისკზე არ წავიდოდა. მას, რა თქმა უნდა, მიუხედავად იმისა, რომ ერთი წელი აქვს დარჩენილი საკუთარი უფლებამოსილების, ბუნებრივია, მისთვის ძვირფასია ეს ერთი წელიც პრეზიდენტის თანამდებობაზე. აქედან გამომდინარე, რომ არ ჰქონდეს კოლექტიური ნაცმოძრაობის იმედი, ბუნებრივია, ის ამ რისკზე არ წავიდოდა. შესაბამისად, რა თქმა უნდა, არარეალურია 100 ხმის მოგროვება, მაგრამ ეს არ არის მთავარი. ამაზე არ გვაქვს გათვლა. ჩვენი გათვლა არის შემდეგი, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს უნდა წარვუდგინოთ შესაბამისი დოკუმენტაცია, რის საფუძველზეც სასამართლომ უნდა დაადგინოს საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა. ეს იმდენად მარტივი კაზუსია, რომ დიდი მსჯელობაც არ სჭირდება ამ ყველაფერს... კოლექტიური ნაცმოძრაობა კონსტიტუციაზე მოძალადე პარტიაა, - ამბობს კობახიძე.