ოლეგ კიპერი, ოდესის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი აცხადებს, რომ რუსეთმა მორიგი იერიში მიიტანა ოდესის სამხრეთზე. მისი ცნობით, კრემლმა "შაჰიდის" დრონები გამოიყენა, დაზიანდა სამოქალაქო და საპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტები, ლიფტი და საოფისე შენობა; სატვირთო მანქანის მძღოლმა ფეხის მსუბუქი დაზიანება მიიღო.
"სამი საათის განმავლობაში რუსი ტერორისტები უპილოტო თვითმფრინავებით უტევდნენ ოდესის რეგიონის სამხრეთს. ეს არის მეოთხე თავდასხმა იზმაილის რეგიონში ბოლო ხუთი დღის განმავლობაში", - განაცხადა კიპერმა.
გუშინ, 6 სექტემბრის ღამეს, უკრაინული მხარის ცნობით, რუსეთი თითქმის სამი საათის განმავლობაში უტევდა იზმაილის რაიონს, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა.