
"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ცნობით, პარლამენტის წევრმა "ქართული ოცნებიდან", ედიშერ თოლორაიამ 2023 წელს შევსებულ დეკლარაციაში არ მიუთითა მისი და მისი მეუღლის სახელზე არსებული უძრავი ქონება და სამეწარმეო საქმიანობა.
თოლორაია 2016 წლიდან საქართველოს პარლამენტის წევრია. მარტში მან მხარი დაუჭირა რუსული კანონის მიღებას.
TI-ის ცნობით, ედიშერ თოლორაიას ოჯახს ეკუთვნის სამი დაუდეკლარირებელი უძრავი ქონება:
თოლორაიას ოჯახთან ასევე დაკავშირებულია დაუდეკლარირებელი კომპანიები:
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" მიმართავს ანტიკორუფციულ ბიუროს, შეისწავლოს ედიშერ თოლორაიას დეკლარაციაში გამოვლენილი დარღვევები და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება.