უკრაინა, მოლდოვა, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები და გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოც გახდებიან EU-ს წევრები - ბერბოკი

გამოქვეყნდა:

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი ევროკავშირის გაფართოების პერსპექტივაზე საუბრობს და ამბობს, რომ უკრაინა, მოლდოვა, ბალკანეთის ქვეყნები გაერთიანების წევრები გახდებიან, რაც შეეხება საქართველოს, გერმანელი დიპლომატი ამას გრძელვადიან პერსპექტივაში პროგნოზირებს:

"ჩვენ ნათლად განვაცხადეთ, რომ უკრაინა, მოლდოვა, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები და გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოც გახდებიან ევროკავშირის წევრები. არ ვიცი, იქნებოდა თუ არა ვინმე მზად ამაზე ფსონების დასადებად ხუთი წლის წინ, მაგრამ ეს ასევე ნიშნავს, რომ ჩვენ ახლა უნდა გადავდგათ გაბედული ნაბიჯები, რათა უზრუნველვყოთ, რომ მომავლის ევროკავშირი 30-ზე მეტი წევრით იყოს გაძლიერებული". ამბობს ბერბოკი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი