ქობულეთში, კაფე "ჰავანაში" მომუშავე პერსონალს კორონავირუსი დაუდასტურდა - იმნაძე

გამოქვეყნდა:

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ქობულეთში, კაფე "ჰავანაში" სამუშაოდ ჩასულ პერსონალს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამ თემაზე იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ისუაბრა და მოქალაქეებს, რომლებიც 9, 10 და 11 აგვისტოს ამ კაფეში იმყოფებოდნენ სიფრთხილისკენ მოუწოდა.

ძალიან არასასიამოვნო შემთხვევაა გამოვლინდა ქობულეთში. ქალბატონი თბილისიდან ქობულეთში სამუშაოდ არის ჩასული. არის ასეთი ბუნგალო, კაფე "ჰავანა, ქობულეთში, მომუშავე პერსონალი, რა თქმა უნდა, ყველა ვინც კონტაქტში იყო ამ თანამშრომელთან მოკვლეულია და იზოლაციაშია გადაყვანილი. მათ გამოიკვლევენ, მაგრამ მინდა, მაქსიმალურად გავაფრთხილო ისინი, ვინც 9, 10 და 11 აგვისტოს ამ კაფეში იმყოფებოდა, რომ ფრთხილად იყვნენ და თუ ოდნავ მაინც გამოუვლინდებათ სიმპტომები, აუცილებლად მიმართონ ცხელების ცენტრებს, - თქვა პაატა იმნაძემ.

დღეს, 15 აგვისტოს საქართველოში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევ დადასტურდა, 3 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსის ინფიცირებულია - 1321
  • გამოჯანმრთელებულია - 1088 
  • მათ შორის გარდაცვლილია -  17
  • კარანტინის რეჟიმში რჩება - 7597
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ -   მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია - 41პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი