თავი რომ დავანებოთ იმას, რომ კორუფციის გარეშე ამხელა ხარჯის გაწევა შეუძლებელია, შვილს რატომ უნდა გაუკეთო ასეთი რამე? - ნიკა გვარამია ღარიბაშვილის ჩარტერზე

გამოქვეყნდა:

პრემიერ ღარიბაშვილის ჩარტერულ რეისს აშშ-ში, "მთავარი არხის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია ეხმაურება და წერს, რომ კორუფციის გარეშე,  საჯარო მოხელისთვის ასეთი ხარჯის გაწევა შეიძლებელია:

"კალაძის მამისთვის დაბადების დღის საჩუქრად ბურთის ფორმის ძეგლის მირთმევით დამყარებული რეკორდი მალევე მოხსნა პრემიერმა ღარიბაშვილმა: შვილი უნივერსიტეტში დაქირავებული თვითმფრინავით ჩაიყვანა. 
თავი რომ დავანებოთ იმას, რომ კორუფციის გარეშე ამხელა ხარჯის გაწევა საჯარო მოხელისთვის აბსოლუტურად შეუძლებელია, შვილს რატომ უნდა გაუკეთო ასეთი რამე და ამერიკულ სოციუმში (განსაკუთრებით საუნივერსიტეტოში) ინტეგრირების პრაქტიკულად ნულოვანი შანსი დაუტოვო?  
ps ცხადია, უკვე ყველას ეცოდინება ეს ამბავი პენსილვანიის უნივერსიტეტში."  წერს ნიკა გვარამია

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი