მოსკოვში მდებარე სამხედრო პროდუქციის მწარმოებელ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა. ძლიერი ცეცხლის გამო შენობიდან ადამიანების ევაკუაცია განხორციელდა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი მიკროელექტრონულ საწყობში გაჩნდა და ის უკვე ლიკვიდირებულია. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
კომპანია Салют სხვა პროდუქციასთან ერთად, გემების სადესანტო რადარებს აწარმოებს და ის 2022 წლიდან შეერთებული შტატების მიერ სანქცირებულია.