ე.წ. ლონდონის ბაღში მომხდარი დაჭრის საქმეზე ბრალდებული გამოძიებას უნდობლობას უცხადებს და შსს-ს უკანონო ქმედებებში ადანაშაულებს.
ადვოკატი ამბობს, რომ დანაშაულის დღეს როცა ბრალდებული დააკავეს, სამართალდამცველებმა მისი ოჯახის წევრის მობილური ტელეფონი ისე ამოიღეს რომ არ დალუქეს.
"გუშინ შემომივიდა ინფორმაცია, სადაც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ძმის ტელეფონიდან ვიღაც პიროვნებას წერენ, ჩამოდი დაჭრილი ვარ, რაღაც ასეთი სისულელეები" - ამბობს ციცქიშვილის ადვოკატი .
დაჭრა "ლონდონის ბაღში" 3 აგვისტოს მოხდა. ბაჩანა ციცქიშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. გამოძიება საქმეზე გამოძიება 117-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობას განზრახ მძიმე დაზიანებას და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.