"საქართველოს ევროპული ორბიტა" საკუთრ გეგმებზე საუბარს ღიად იყწყებს. დღეს, ყოფილი სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას მიერ დაარსებული სამოქალაქო პლატფორმის პრეზენტაცია გაიმართა. საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი მეცნიერები, მწერლები, მუსიკოსები, აქტივისტები - პრეზენტაციაზე შეკრებილებმა სამოქალაქო საზოგადოებას მიმართეს და ქვეყნის ევრუპული მისწარაფებებისთვის ბრძოლაში ჩაბმისკენ მოუწოდეს. ევროპული ორბიტის დამფუძნებლები აცხადებენ, რომ მათი მიზანი სხვადასხვა პოლიტიკური გემოვნების ადამიანების გაერთიანება და სრულიად არაპოლიტიკური მოძრაობის შექმნაა.