
დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ კრივოი როგზე რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 60-მდე გაიზარდა. დაღუპულთა რიცხვი კი არ შეცვლილა და კვლავ ერთია.
შინაგან საქმეთა მინისტრ იგორ კლიმენკოს თქმით, ქალაქში პოლიციის დამატებითი ჯგუფები მეზობელი რეგიონებიდან ჩავიდნენ. დაბომბვის ადგილის მახლობლად განლაგებულია კარვები, სადაც სპეციალისტები მოქალაქეების ფსიქოლოგიურ დახმარებასაც გაუწევენ.
შეგახსენებთ, რომ დღეს დილით კრივოი როგზე თავდასხმის შედეგად ერთი პოლიციელი დაიღუპა. დაშავებულთა შორის არიან საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლებიც. დაზიანდა 3 ადმინისტრაციული შენობა და 7 საცხოვრებელი კორპუსი, მათ შორის მაღალსართულიანი.