პუტინმა მოკლა პრიგოჟინი, ყოველ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს ასეთი ინფორმაცია - ზელენსკი

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ მათი ინფორმაციით, კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" დამფუძნებელი, ევგენი პრიგოჟინი რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა მოკლა. 

"მან მოკლა პრიგოჟინი - ყოველ შემთხვევაში, ჩვენ გვაქვს ასეთი ინფორმაცია", - თქვა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინისთვის ეს უბრალოდ "ერთი ნაკლები ტერორისტია". ზელენსკის შეფასებით, რუსების მორალური მხარე დაცემულია, რადგან ისინი იმალებოდნენ "ვაგნერელების" უკან.

"ვფიქრობ, რომ ეს თავდაცვა, რომელიც იმალება დაქირავებული მებრძოლების, ვაგნერელების სიცოცხლის მიღმა, - დაკარგეს. ეს ჩვენთვის ნამდვილად პლუსია", - თქვა ზელენსკიმ.

პრიგოჟინის გარდაცვლილი რუსმა გამომძიებლებმა 27 აგვისტოს დაადასტურეს. ის იმ 10 ადამიანს შორის იყო, რომლებიც გასულ კვირას ავიაკატასტროფას ემსხვერპლნენ. ეს მოხდა ზუსტად ორი თვის შემდეგ პრიგოჟინის მიერ სამხედრო აჯანყებიდან. 29 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ის "დახურულ ფორმატში", პეტერბურგის ერთ-ერთ სასაფლაოზე დაკრძალეს.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი