
ჯოზეფ ბორელი საქართველოს პრეზიდენტს შეხვდა. სალომე ზურაბიშვილთან გამართული მოლაპარაკებების თაობაზე ინფორმაციას თავად ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ავრცელებს:
"კარგი შეხვედრა სალომე ზურაბიშვილთან. ვისაუბრეთ საქართველოს გზაზე ევროკავშირისა და რეგიონული უსაფრთხოებისკენ.
საქართველო ჩვენი ძლიერი პარტნიორია. ჩვენ მხარს ვუჭერთ ძლიერ ინსტიტუტებს, რომლებიც ერთად მუშაობენ ევროკავშირის მომავლისკენ მიმავალ პროგრესზე." წერს ჯოზეფ ბორელი.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობების საკითხებში სამოქალაქო სექტორსაც შეხვდა:
"მნიშვნელოვანი შეხვედრა და სასარგებლო დიალოგი საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. შთაბეჭდილება მოახდინა მათმა მუშაობამ.
საკვანძოა სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ყველა დონეზე" წერს ბორელი.