"ნუთუ დარჩა ვინმე საქართველოში, ვინც ფიქრობს, რომ ამ ადამიანებს საქართველოს ევროკავშირში შეყვანა უნდა?!
უსამართლობაზე რომ საუბრობ, თუ რამეა დღეს უსამართლო, უსამართლოა ის, რომ შენ ხარ პრემიერმინისტრი! უსამართლოა, რომ "ქართული ოცნებაა" იმ საქართველოს მმართველი პოლიტიკური ძალა, რომლის მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას უნდა ევროკავშირის წევრობა...
წარმოგიდგენიათ ხალხო, საჯაროდ ასე ღიად რომ საბოტაჟში არიან, რას აკეთებენ დახურულ კარს მიღმა?!"
აცხადებს "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე ღარიბაშვილის დღევანდელი განცხადებების შეფასებისას, რომელიც მან ჯოზეფ ბორელთან, ერთობლივ ბრიფინგზე გააკეთა.