
უკრაინაში დანიის, გერმანიისა და ნიდერლანდების მიერ გაგზავნილი პირველი Leopard 1 ტიპის ტანკები ჩავიდა. ინფორმაციას უკრაინული მედია დანიის შეიარაღებულ ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
"პირველი 10 ტანკი უკვე გაიგზავნა უკრაინაში...და კიდევ უფრო მეტი გზაშია", - ნათქვამია დანიის შეიარაღებული ძალების განცხადებაში.
ცნობისთვის, დანიამ, გერმანიამ და ნიდერლანდებმა თებერვალში განაცხადეს, რომ უკრაინას 100 ერთეულ Leopard 1-ის ტიპის ტანკებს გადასცემდნენ.