
მამუკა მდინარაძის "გადასახედიდან'" ჯოზეფ ბორელმა პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი მ"მკაცრად შეწფასა". მდინარაძეს არც სტუდენტისა და პროფესორის შედარება მოეწონა და აღნიშნა, რომ ხშირად, პროფესორები უსამართლოდ უწერენ დაბალ ქულებს სტუდენტებს:
"ჩემი გადასახედიდან, ჯოზეფ ბორელმა კიდევ უფრო მკაცრად შეაფასა, მაგალითად, იმპიჩმენტის საკითხი. უნდა ვთქვათ, პოზიტიური გზავნილებიც იყო და მკაცრი, ნეგატიური გზავნილებიც. ძალიან მენიშნა პირადად მე ერთი შედარება, როდესაც სტუდენტი აბრალებს პროფესორს თავის წარუმატებლობას. ვფიქრობ, ეს არასწორი შედარებაა, რადგან არ მგონია, ჩვენი და ჩვენი ევროპელი მეგობარი ქვეყნების დემოკრატიის ხარისხი ისე განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან, როგორც, ვთქვათ, რომელიმე პროფესორისა და სტუდენტის ცოდნა.
გვხვდება შემთხვევები, როდესაც პროფესორები არასამართლიანად უწერენ ხოლმე დაბალ ქულას სტუდენტებს. ხომ არ გვაქვს საქმე ასეთ მოვლენასთან და მით უმეტეს, იმ პირობებში, როდესაც სხვაზე გაცილებით წარჩინებულია, სხვაზე გაცილებით მომზადებულია სტუდენტი, რატომ იჩაგრება მაშინ ის სხვებთან შედარებით? ეს არის ყველაზე რელევანტური კითხვა. არ იჩაგრება, ეს არ არის სწორი მოცემულობა, რადგან თავად ევროკავშირის გამოქვეყნებული კრიტერიუმებიდანაც კი ჩვენ ვართ მოწინავეები, წარჩინებულები რეფორმებით, რეკომენდაციების შესრულებით და ა.შ. რატომღაც ისე ხდება, რომ პროფესორი სტუდენტის კურსზე ჩატოვებას შეიძლება ცდილობდეს. გასაგებია, არ გვშურს, არ ვედრებით, კი ბატონო, და გვიხარია ჩვენი მეგობარი ქვეყნების წარმატება, განსაკუთრებით, ომში მყოფი უკრაინის, მაგრამ ამის ფონზე, რაღაც ისეთი მიზეზებით, რომელზეც საუბრობენ, რომ ეს შეიძლება არ იყოს მართალი, ჩვენი ქვეყანა არ უნდა დაიჩაგროს." თქვა მდინარაძემ
დღეს ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა პრემიერ ღარიბაშვილთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ევროკავშირი საქართველოს არასოდეს მიატოვებს, თუმცა აღნიშნა ისიც, რომ ქვეყანამ გარკვეული პირობები უნდა შეასრულოს.
"თქვენ უნდა შეასრულოთ გარკვეული პირობები, თქვენზეა ეს საქმე - მე ნუ მეუბნებით. ბავშვი რომ მიდის გამოცდაზე, პროფესორმა მიმტყუნაო, ხომ არ იტყვის? თვითონ უნდა აჩვენოს, რომ იცის ეს თემა, ეს თემა, ეს საგანი. ამიტომ ჩვენი შეფასება არის ობიექტური, ნუ გექნებათ ეს განწყობა, თქვენ არავინ არ მიგატოვებთ, მთელი ძალისხმევა და ენერგია ჩადეთ ამ ვალდებულებების შესრულებაში, ეს არის კარგი და სწორი მიდგომა, ევროკავშირი საქართველოს არ ტოვებს, არ მიატოვებს", - თქვა ჯოზეფ ბორელმა.