ევროკავშირის საბჭომ, დროებით ოკუპირებულ ყირიმში ადამიანის უფლებების დარღვევის გამო, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა

გამოქვეყნდა:

ევროკავშირის საბჭომ დროებით ოკუპირებულ ყირიმში ადამიანის უფლებების დარღვევის გამო, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა. 

სანქცირებულთა სიას დაემატა  6 პირი -  ФСБ-ის თანამშრომლები, პროკურორები, ყირიმელი თათრების დევნაში მონაწილე მოსამართლეები და ჟურნალისტი ვლადისლავ ესიპენკო.

"ევროკავშირი შეშფოთებულია  დროებით ოკუპირებული ყირიმის ნახევარკუნძულზე ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესებით, განსაკუთრებით უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის კონტექსტში. ამასთან დაკავშირებით, 2020/1998 რეგულაციის (EC) I დანართში მოცემულ შემაკავებელ ზომებს დაქვემდებარებული ფიზიკური და იურიდიული პირების, ორგანიზაციებისა და ორგანოების სიაში უნდა შევიდეს ექვსი პირი", - ნათქვამია განცხადებაში

გადაწყვეტილება ძალაში შედის ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნების დღიდან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი